вторник, 6 мая 2014 г.

გაკვეთილის გეგმები

საგანი:ისტორია
კლასი: მე-6
მასწავლებელი:ნინო ჭოლიკიშვილი
საგაკვეთილო დრო:45 წთ                                                             გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი თემა
გიორგი სააკაძის როლი XVII საუკუნის საქართველოს ისტორიაში
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური:  მე-6 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
22 მოსწავლე;
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
    მოსწავლეები შეიძენენ დროსა და სივრცეში ორიენტაციის უნარს;
მოსწავლეები შეძლებენ: პრობლემების გააზრებას და კავშირების დადგენას,  ინფორმაციის ორგანიზებას;
   მოსწავლეებს განუვითარდებათ: მსჯელობის და დისკუსიის უნარი,სწავლის უნარი, თანამშრომლობის უნარი.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები:
   აზ. მეც.V-VI.7. მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს  საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობენ.
   აზ. მეც.V-VI.8. მოსწავლეს შეუძლია  იმსჯელოს პიროვნებებისა და სხვადასხვა სოციალური ფენის როლზე საქართველოს ისტორიაში.
  დისკუსიის დროს მსჯელობენ პოლიტიკურ მიღვაწი შესახებ და მსჯელობენ მის მიერ არჩეულ საშინაო თუ საგარეო პოლოტიკური კურსის შესახებ.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ გიორგი სააკაძის პიროვნება, იცნობენ მარტყოფისა და მარაბდის ომების ისტორიას. 
მოსწავლეთა ორგანიზება
ჯგუფური, ინდივიდუალური
შეფასებ
მასწავლებელი აკეთებს ზეპირი პრეზენტაციის და დისკუსიის  განმსაზღვრელ შეფასებას. ჯგუფური მუშაობის განმავითარებელ შეფასებას.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
1.სახელმძღვანელო:მზია სურგულაძე, ნინო მინდაძე, ვაჟა ნეიძე ,,ჩვენი საქართველო’’
2. რუკა,დაფა,ცარცი, ფურცლები, მარკერი;
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები 1 წუთი
მოსწავლეები სხედან ჯგუფებად, საკუთარი ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით.
A ფაზაგამოწვევა:
აქტივობა 5 წუთი
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს კასტელის ნახატს -გიორგი სააკაძე,  რუკაზე აჩვენებს XVVII საუკუნის საქართველოს.  შემდეგ კი მოსწავლებს სთხოვს ა.კ.რ. მეთოდით წარმოიდგინონ გიორგი სააკაძის ეპოქა.



 
 B ფაზა -ცოდნის კონსტრუირება;
მოსწავლეები მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ადგენენ კატეგორიზაციის ცხრილს  და ემზადებიან პრეზენტაციისათვის

სახელმწიფოები
ისტორიული პირები
გეოგრაფიული არეალი
დრო
ირანი
შაჰ-აბას 1
მარტყოფი
 XVII
ქართლი
თეიმურაზ 1
მარაბდა
1625 წ
კახეთი
ყარჩიღა ხანი


იმერეთი




აქტივობა 10 წთ
 მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს ახალ დავალებას: საკითხების მომზადება პრეზენტაციისათვის.
1–ჯგუფი : ირანის მიზნები ქართლის მიმართ
2–ჯგუფი: მარტყოფის ომი
3–ჯგუფი: მარაბდის ომი
მოსამზადებლად ეძლევათ 5 წუთი
პრეზენტაციისათვის 33 წთ.
აქტივობა 15 წთ.
C ფაზა გამთლიანება (რეფლექსია);
აქტივობა 12 წთ-მინი დისკუსია  
        1.    ქმნის თუ არა ისტორიული პიროვნება ეპოქას?
        2.    როგორ წარიმართებოდა საქართველოს ბედი გიორგი სააკაძეს ბოლომდე ირანისთვის რომ ეერთგულა.?
        3.    რა შედეგი მოუტანა საქართველოს  მარტყოფის და მარაბდის ომებმა?



საშინაო დავალებამოიძიეთ თანამედროვეთა შეფასებები გიორგი სააკაძის შესახებ და  დაურთეთ თქვენი კომენტარები.

მოსწავლეთა შეფასება კომენტარებით3წთ
(შეფასების რუბრიკა თან ერთვის).


                                            მასწავლებლის  თვითშეფასება 

ძლიერი მხარე
სუსტი მხარე
მოსწავლეები ძალიან აქტიურობდნენ, ხალისით muSaobdnen cxrilebTan,  ძალიან კარგად აითვისეს კატეგორიზაციის ცხრილის არსი, მსჯელობენ სწორად და დალაგებულად.
არ  იყო გამოყენებული ისტ ტექნოლოგიები
ცვლილება
მოსალოდნელი შედეგი
გაკვეთილის გამრავალფეროვნება უნდა მოხდეს კომპიუტერის და ვიდეო მასალის გამოყენებით
მოსწავლეები უკეთ შეძლებენ გიორგი სააკაძის პიროვნების  შეფასებას

დისკუსიის შეფასების რუბრიკა


III დონე  (8-10 ქულა)
II დონე (5-7 ქულა)
I დონე (1-4 ქულა)
მოსმენა
ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს
ხშირად უსმენს და უყურებს ორატორს
იშვიათად უსმენს და უყურებს ორატორს
საუბარი
მკაფიოდ მეტყველებს და უყურებს მსმენელებს
ძირითადად მეტყველება გასაგებია და უყურებს მსმენელებს
მეტყველება არამკაფიოა, მსმენელებს უჭირთ გაგება
არავერბალური კომუნიკაცია
შეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები (თვალით, ჟესტებით, გამომეტყველებით, ხმით)
ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი
იშვიათად იყენებს არავერბალურ კომუნიკაციის ფორმებს

მონაწილეობა
უჩვენებს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებითა და აზრების გამოთქმით
ძირითადად გამოხატავს  ინტერესს. კომენტარები და აზრები ყოველთვის არაა თემის შესატყვისი
მცირე ინტერესი აქვს. არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო თემას
კოოპერაცია
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, აცლის სხვებს აზრის გამოთქმას და იცავს დისკუსიის წესებს
ძირითადად თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში, ძირითადად იცავს დისკუსიის წესებს
იშვიათად თანამშრომლობს და იცავს დისკუსიის წესებს
მოსაზრების არგუმენტირება
მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით. არის ლოგიკური კავშირი საკითხთან
მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები
მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებული ფაქტებით

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
მოსწავლის სახელი, გვარი

                            მე-6 კლასი
1.             
2.             
3.             
4.             
5.             
6.             
7.             
8.             
9.             
10.          
საინტერესო შესავალი (პრობლემის იდენტიფიცირება)
1









კვლევების/ნაშრომის წარმოჩენის უნარი
1









შემოქმედებითი უნარი
1









პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება
0









თემის გასაგებად წარმოდგენა (ლოგიკური ჯაჭვი)
0









საუბარი (გამართულობა, ტემბრი)
1









თვალსაჩინოებების გამოყენება
0









აუდიტორიასთან კონტაქტი
1









ინფორმაციის ფლობის უნარი (ადეკვატური კითხვა-პასუხი)
1









დროის ლიმიტის დაცვა
0









ჯამი
6














გეგმა-2

გაკვეთილის მთავარი თემა
saqarTvelos kuTxeebi:
,, qarTl-kaxeTi, imereTi guria da samegrelo yvela Cemi samSobloa sayvareli saqarTvelo...”
გაკვეთილის ტიპი
შემაჯამებელი გაკვეთილი
მოსწავლეთა პროფილი
15 მოსწავლე. კლასში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები არ არიან.

გაკვეთილის მნიშვნელობა და განსავითარებელი უნარები
   ეს გაკვეთილი ხელს უწყობს ინფორმაციის მოპოვების, ორგანიზების და დახარისხების უნარის, არგუმენტირებული მსჯელობის, ანალიზისა და დასკვნის გამოტანის უნარჩვევების განვითარებ, ისტ. ტექნოლოგიების გამოყენების (PowerPoint) ჩვევის ჩამოყალიბებას. ხელს უწყობს  წინარე ცოდნის გამოყენებას, მომდევნო საკითხებზე დინამირად გადასვლასა და ცოდნის ინტეგრირება. საკუთარი თავის აუდიტორიის წინაშე წარდგენის უნარი.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები

აზ. მეც.V-VI. 2.    მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს და შექმნას ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა  საშუალება (ცხრილი, გრაფიკი, ფოტო, სქემა, ჩანახატი).
აზ. მეც.V-VI.10. მოსწავლეს შეუძლია  ჩამოთვლოს საქრთველოს მოსახლეობის მახასიათებლები.
აზ. მეც.V-VI.12. მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს მხარე ბუნებრივი რესურსების მიხედვით და იმსჯელოს მათ მნიშვნელობაზე.
აზ.მეც.V-VI.22.  მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს საქართველოს მოსახლეობის კულტურათა მსგავსება-განსხვავებების გამოვლინებები
წინასწარი  ცოდნა
მოსწავლეები ფლობენ ინფორმაციას საქართველოს კუთხეების   შესახებ.


შეფასების საგანი და პროცედურები
   1.   ზეპირი პრეზენტაცია; (შესრულებული სამუშაოს წარდგენის უნარი).
   2.   დაგროვილი ცოდნის ანალიზის უნარი;
   5.   თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების უნარი;
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო: ჩვენი საქართველო“ ავტორი:. საქართველოს რუკა. თაბახები, წეპო, კალამი, ფერადი ქაღალდები,  კომპიუტერი, პროექტორი.


მოსწავლეთა ორგანიზება

მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად, წყვილებში, ჯგუფებში.
  მოსწავლეებს მომზადებული აქვთ პრეზენტაციები საქართველოს კუთხეების შესახებ.  მეწყვილე ან  ჯგუფი აირჩიეს საკუთარი   ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით.
  კლასში შექმნილია შესაბამისი გარემო. კედელზე გაკრულია საქარათველოს რუკა. არჩეული კუთხეების  შესაბამისი სურათები. კომპიუტერი და პროექტორი.

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
     აქტივობა1. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება 2 წთ.
    აქტივობა2. მინი-ლექცია -3 წუთი (კითხვების საშუალებით ხდება  საქართველოს პოლიტ ადმინისტრაციული დაყოფის მიმოხილვა, ერთეულების გამოყოფა. განხილვა და მსჯელობა.
      აქტივობა 3. მოსწავლეთა პრეზენტაციების- 30 წთ  (ინდივიდუალური წყვილებში, ჯგუფებში) მოსმენა. თითოეული ჯგუფი ასაბუთებს თუ რატომ აირჩია ეს კუთხე და ახასიათებს თავის მიერ არჩეულ კუთხეს ფიზიკური, ეკონონომიური თვალსაზრისით. იკვლევენ ღირშესანიშნაობებს, კულტურასა და ტრადიციებს.
    აქტივობა 4. შეფასება. თვითშეფასება და ურთიერთშეფასება -10 წთ


გამოსაყენებელი შეფასების კრიტერიუმები:


პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

მოსწავლის სახელი, გვარი
     

                              51 კლასი
ნ.ლეკიშვილი
ნ.ჭოლიკიშვილი
გ.დელებაშვილი







საინტერესო შესავალი (პრობლემის იდენტიფიცირება)
1
1
1







კვლევების/ნაშრომის წარმოჩენის უნარი
1
1
1







შემოქმედებითი უნარი
1
1
1







პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება
0
1
1







თემის გასაგებად წარმოდგენა (ლოგიკური ჯაჭვი)
0
1
1







საუბარი (გამართულობა, ტემბრი)
1
1
0







თვალსაჩინოებების გამოყენება
0
1
0







აუდიტორიასთან კონტაქტი
1
1
0







ინფორმაციის ფლობის უნარი (ადეკვატური კითხვა-პასუხი)
1
1
1







დროის ლიმიტის დაცვა
0
1
1







ჯამი
6
10
7









მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკა
           
                       კითხვები
               
      დიახ
               
             არა
გამოვხატავ თუ არა იმას რისი თქმაც მსურს?
სასიამოვნოდ აღიქმება თუ არა ჩემი ბგერა, ინტონაცია, მახვილი, რიტმი?
ვარ თუ არა კარგი მსმენელი?
ვიყენებ თუ არა ვიზუალურ მასალას, პრეზენტაციის დასაწყისი და დაბოლოება ეფექტურია?
არის თუ არა ჩემი საუბარი მონოტონური და უემოციო?
შედგა თუ არა აუდიტორიასთან კონტაქტი?
ვარ  თუ არა ორგანიზებული?
ჩართული ვარ გაკვეთილის მსვლელობაში?












მოსწავლეთა ურთიერთშეფასების რუბრიკა
რომელი პრეზენტაცია მოგეწონა ყველაზე მეტად?
რატომ  მოგეწონა?
რა  დაგამახსოვრდა  ამ პრეზენტაციიდან?